ლაშა გურული: "პირველი ბრძოლა კუბელთან რომ მქონოდა, შესაძლოა სხვა შედეგი დამდგარიყო"
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა, პარიზის ოლიმპიადიდან ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი, ბრინჯაოს მედალი მოუტანა. ოლიმპიადაზე ჩატარებულ 3 ბრძოლაში, გურულმა 2-ში მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, ბოლო დაპირისპირებაში კი კუბელმა ერისლანდი ალვარესმა აჯობა.
კრივის კუბური სკოლა და მომზადება სულ სხვა დონეზეა, თუმცა არც ჩვენ ვიყავით ნაკლები. ეს ოლიმპიური კრივია და ერთმანეთთან შეხვედრამდე ბევრი ბრძოლა გვიწევს. კუბელი პირველივე ჯერზე რომ შემხვედროდა, შესაძლოა ბრძოლა სხვანაირად დასრულებულიყო.
ჩემი წინა მეტოქე ზედმეტად უხეში იყო. სამივე რაუნდში დამიზიანა ორივე წარბი, ტუჩები, თავი... იყო კიდევ სხვა ტრავმებიც, რომელზე საუბარიც არ მიყვარს, მაგრამ ფაქტია, მიჭირდა მხედველობა და მქონდა თავის ტკივილები. სპორტია ასეთია, შეიძლება კონკრეტულად ერთ დღეს გაჯობოს სხვამ, მაგრამ მეორე დღეს ასე აღარ იყოს. ამ ოლიმპიადაზე გამოსვლით უდიდესი სიამოვნება მივიღე და მადლობა ყველა გულშემატკივარს. გპირდებით, რომ გავაგრძელებ ჩემი კარიერის განვითარებას - განაცხადა ლაშა გურულმა
ლაშამ კრივიში ოლიმპიური მედალი 20 წლის შემდეგ პირველად მოგვიტანა. პირველ ჯერზე მან აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დაამარცხა, შემდეგ კი ყაზახ ბაზარბეი მუჰამედსაბირს აჯობა.