Belive

საქართველომ ოლიმპიადაზე გამოსვლა 7 მედლით დაასრულა

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ქართველი სპორტსმენებისთვის ოლიმპიადა დასრულებულია. დღეს, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (97კგ), საფინალო შეხვედრა, ოლიმპიადაზე დებიუტანტმა, გივი მაჭარაშვილმა ჩაატარა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ფალავანის მოწინააღმდეგე, ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე დაღესტნელი, აჰმედ ტაჟუდინოვი იყო, რომელმაც ჯერ 2 ქულა აუღო მაჭარაშვილს, შემდეგ კი შებოჭვაზე დაიჭირა.

განსაკუთრებული იყო გუშინდელი დღე, როცა ერთდროულად ორმა ქართველმა მოგვიტანა ოქროს მედლები. ჯერ გენო პეტრიაშვილი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, შემდეგ კი ლაშა ტალახაძემ ზედიზედ მესამედ არავის დაუთმო ოლიმპიური ოქრო.

ძიუდოისტებმა საქართველოს 3 მედალი მოუპოვეს, ლაშა ბექაური ოლიმპიადის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა, ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე კი ვერცხლისმედალოსნები არიან. კიდევ ერთი მედალი მოკრივე ლაშა გურულის ანგარიშზეა, ის საქართველოში ბრინჯაოს ჩამოიტანს.

მედლების რაოდენობით, ამაზე კარგი შედეგი მხოლოდ 2020 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე გვქონდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ წინა ოლიმპიადაზე მხოლოდ 2 ოქრო მოვიპოვეთ (5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო).

სხვა სტატიები