Belive

"სანამ დროა ისიამოვნე ქამრით" - დვალიშვილი ო'მალის მიმართავს

1 თვის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალიმ საკუთარ YouTube არხზე მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა მიანიშნა, რომ მერაბთან ბრძოლისთვის უკვე მზადაა. "შუგას" თქმით, მომავალ ბრძოლებთან დაკავშირებით UFC-ის მალე შეხვდება. ჩემპიონმა ისიც თქვა, რომ თვალის დახუჭვისას მის წინ მერაბს წარმოიდგენს. შონი იმაშიც დარწმუნებულია, რომ მერაბის მწვრთნელებს კიდევ ერთხელ დაამწუხრებს.

ჩემპიონის კომენტარს Instagram სთორის საშუალებით თავად მერაბიც გამოეხმაურა.

თვალები დახუჭული გქონდეს მეოცნებევ. სანამ დროა ისიამოვნე ქამრით. როცა თვალებს გაახელ წარბშეკრული მხოლოდ შენ და შენი მწვრთნელი ტიმი იქნებით, რადგან ქამარს წელზე მე შემომხვევენ. - წერს მერაბ დვალიშვილი

ჯერჯერობით არ ვიცით შედგება თუ არა მერაბისა და ო'მალის შორის დაპირისპირება. თუმცა, ბუკმეიკერებმა კოეფიციენტები უკვე გამოთვალეს. თუ "მანქანისა" და "შუგას" ბრძოლა შედგება ქართველი ფავორიტი იქნება.

სხვა სტატიები