Belive

"ბელალი ჩემთვის ძალიან მარტივი მეტოქე იქნება" - ილია თოფურია

5 დღის წინ სხვა
1 წთ

SHAK MMA-სთან საუბრისას ილია თოფურიამ საინტერესო განცხადება გაავრცელა. "მატადორის" თქმით, ჰოლოუეისთან წარმატების მოპოვების შემდეგ ზედა ორ წონაში ბრძოლას გეგმავს.

შესაძლოა ამ ბრძოლის შემდეგ, მსუბუქ წონაში ასვლისთვის კარგი დრო იყოს და იმ შემთხვევაში თუ ქვესაშუალო წონაშიც, ცრუ ჩემპიონი კვლავ იქნება. ბელალი ჩემთვის ძალიან მარტივი მეტოქეა. - განაცხადა ილია თოფურიამ

უკვე კარგა ხანია, რაც ილია თოფურიასა და ბელალ მუჰამადს შორის სოციალურ ქსელში დაპირისპირება მიმდინარეობს. აშკარაა, რომ ამ ორს ერთმანეთი არ მოსწონს და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს ილია თოფურიას ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის. "მატადორი" საკუთარ ქამარს პირველად დაიცავს და ამას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გააკეთებს. ბრძოლა აბუ დაბიში, "ეტიჰად არენაზე" გაიმართება.

სხვა სტატიები