Belive

ტომ ასპინალმა მაქსისა და ილიას ბრძოლა განიხილა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 308-ის მთავარი ბრძოლა მძიმე წონის დროებითმა ჩემპიონმა განიხილა. ტომ ასპინალმა არ დამალა, რომ ამ დაპირისპირებაში მაქს ჰოლოუეის გულშემატკივრობდა. ინგლისელის თქმით, ილიას პერფომანსი ნამდვილ ჩემპიონს შეეფერებოდა.

პირველ რაუნდში დისტანციის პოვნა ორივე ბიჭს ძალიან უჭირდა. პირველი რაუნდში ალბათ, უფრო ილია ახერხებდა ამას. მას თეიქდაუნიც ჰქონდა და მაქსზე მძიმე დარტყმებს ახორციელებდა. მეორე რაუნდში შეგრძნება მქონდა, რომ მაქსი ბრძოლის შემოტრიალებას იწყებდა. მასზე დაბალი ბიჭის წინააღმდეგ თავის სიგრძეს კარგად იყენებდა. ილია თოფურიამ უბრალოდ გამოიჭირა მაქსი. მისი ფეხები და ხელები ყოველთვის იდეალურ წერტილში არის. - განაცხადა ტომ ასპინალმა

შეგახსენებთ, რომ პროფესიონალური კარიერის განმავლობაში მაქს ჰოლოუეი არავის დაუნოკაუტებია. ილია თოფურია გამუდმებით იმეორებდა, რომ "დალოცვილს" გათიშავდა და მეორე რაუნდში ეს მოახერხა კიდეც.

სხვა სტატიები