სამხრეთ ამერიკამ ზამთრის ოლიმპიადებიდან პირველი მედალი წაიღო
ბრაზილიამ დღეს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული განაცხადი გააკეთა, როდესაც ლუკას პინეირო ბროთენმა, გიგანტურ სლალომში, ოქროს მედალი მოიპოვა - ეს ქვეყნის პირველი მედალი იყო ზამთრის თამაშებზე.
სტელვიოს ფერდობზე ბროთენმა თავდაპირველად ვერ გაიგო, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი იყო მისი პირველი ცდა. ეს სწრაფად შეიცვალა, როდესაც მოთხილამურეებმა ერთმანეთის მიყოლებით გადაკვეთეს ფინიშის ხაზი და აღმოჩნდა, რომ ბრაზილიელს მხოლოდ რამდენიმე მრბოლელი, მათ შორის შვეიცარიელი ვარსკვლავი და მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი მარკო ოდერმატი მიუახლოვდა, თუმცა ისიც თითქმის ერთი წამით ნელი იყო.
ბროთენმა, მეორე ცდაზე, შეინარჩუნა სიმშვიდე და ნახევარ წამზე მეტით გაიმარჯვა. მისი ტრიუმფი არა მხოლოდ ბრაზილიის პირველი გამარჯვებაა ოლიმპიადაზე (ზამთრის სპორტებში), არამედ პირველი ზამთრის ოლიმპიური მედალი, რომელიც ოდესმე სამხრეთ ამერიკის რომელიმე ერს მოუპოვებია. აქამდე, ანდების პოპულარობის მიუხედავად, სამხრეთ ამერიკა, აფრიკა და ანტარქტიდა ის კონტინენტები იყვნენ, რომლებსაც ზამთრის თამაშებზე პოდიუმი "ნანახი" არ ჰქონდათ.
გიგანტურ სლალომში, ქართველმა მოთხილამურემ, ლუკა ბუჩუკურმა 56-ე ადგილი დაიკავა.
LUCAS PINHEIRO É O BRASIL NO TOPO DO MUNDO! 🥇
— Time Brasil (@timebrasil) February 14, 2026
📸 Dustin Satloff/Getty Images#InvernoTimeBrasil #MilanoCortina2026 pic.twitter.com/t0wASAACPa