თაღლითობა ოლიმპიადაზე? - კერლინგის კანადელი მოთამაშე გამოიჭირეს
ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე, კანადასა და შვედეთს შორის კერლინგში დაპირისპირება თაღლითობის სკანდალში გადაიზარდა.
კანადა მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ მეცხრე დარტყმას (ქვის გასრიალებას) ახორციელებდა, რა დროსაც შვედებმა შეამჩნიეს, რომ წესები დაირღვა და მოწინააღმდეგე ქვას 2-ჯერ, მიზანმიმართულად შეეხო. კანადელებმა 8:6 გაიმარჯვეს, თუმცა შვედები ამას საკამათოდ მიიჩნევენ - მთავარ ხაზთან, რომელთანაც მოთამაშემ ქვას ხელი უნდა გაუშვას და აღარ შეეხოს, როგორც გამეორებიდან ჩანს, წესი დაირღვა.
Tensions boiled over in the 9th end after Swedish skip Oskar Eriksson accused Canadian vice Marc Kennedy of a "double touch" violation during the men's curling round-robin match between Canada and Sweden.
— orange 🍊 (@orange4u28) February 14, 2026
Officials ruled no violation occurred and Canada won the game 8-6. pic.twitter.com/wC6RjpRjOh
კერლინგის წესების წიგნის 5E მუხლი ადგენს: „ქვა ხელიდან მკაფიოდ უნდა გათავისუფლდეს, სანამ ის ხაზს მიაღწევს".
World Curling-მა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქვებზე ელექტრონული სახელურები დანერგა, რომლებიც აღჭურვილია შეხების სენსორით, რომელიც ურთიერთქმედებს ყინულში ჩაშენებულ მაგნიტურ ზოლთან. ეს ნიშნავს, რომ ქვები წითლად ციმციმებს, თუ მოთამაშეები კვლავ ეხებიან ქვას ხაზის მიღმა.
მიუხედავად იმისა, რომ გამეორებაზე შეხება ჩანს, ქვა წითლად არ აციმციმებულა და World Curling-მაც, ამ საკითხთან დაკავშირებით, თავი ამით გაიმართლა.