ლუკა ბუჩუკურმა ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
9 საათის წინ
სხვა
1 წთ
ზამთრის 2026 წლის ოლიმპიადაზე (მილანსა და კორტინაში) საქართველოს დელეგაციის წევრმა ლუკა ბუჩუკურმა, გიგანტურ სლალომში გამოსვლა დაასრულა.
ქართველმა მოთხილამურემ, პირველი დააშვებისას 1:28.21 წუთი დააფიქსირა (61-ე ადგილი), მეორე მცდელობისას კი – 1:20.57 (ორი გამოსვლის ჯამში 2:48.78). საერთო ჯამში, 81 სპორტსმენს შორის, ბუჩუკურმა 56-ე ადგილი დაიკავა.
გიგანტურ სლალომში ოლიმპიური ჩემპიონი ბრზილიელი, ლუკას პინეირუ ბრაატენი გახდა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები კი შვეიცარიელებმა, მარკო ოდერმატმა და ლიოკ მელარმა მოიპოვეს.
15 თებერვალს, გიგანტურ სლალომში მონაწილეობას ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრი, ნინო წიკლაური მიიღებს.