Belive

საიდან აქვს ხამზატ ჩიმაევს ტუჩზე იარა, რომელიც მას დღემდე აწუხებს ?

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ჩეჩენი მებრძოლი კვლავ აგრძელებს UFC-ში საოცარ ასპარეზს. მიუხედავად იმისა, რომ ხამზატმა წონა ვერ ჩააბარა, დანა უაითმა მაინც მისცა ბრძოლის საშუალება. ნეით დიასის ნაცვლად, მისი მეტოქე კევინ ჰოლანდი იყო, რომელიც პირველივე რაუნდში მარტივად დაამარცხა.

ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ იარა, რომელიც კავკასიელ მებრძოლს ტუჩზე აქვს. ხამზატმა ბავშვობის მტკივნეული ისტორია მოყვა, რომელიც მისი ტუჩის იარის მიზეზია.

ბავშვობაში UFC-ის მებრძოლი ბეტონზე დაეცა ტუჩი, კბილები და ცხვირი გაიტეხა. "მგელს" დღემდე აწუხებს ბავშვობაში მიღებული ტრავმა. ის ამბობს, რომ ერთი ნესტოთი ახლაც ვერ სუნთქავს.

"დედაჩემმა მომიყვა ამ შრამის შესახებ, მაგრამ მე თვითონ არ მახსოვს. ორი წლის ვიყავი, როდესაც სახლში დიდი კიბიდან გადმოვვარდი და ბეტონზე დავეცი. ტუჩი მქონდა გახეთქილი, ორიოდე კბილი ამოვარდნილი და ცხვირი გატეხილი. მარჯვენა ნესტოდან დღესაც ვერ ვსუნთქავ“.

ამ ყველაფრის ფონზე, მართლაც საოცარია თუ როგორ იბრძვის კავკასიელი მებრძოლი. ეს ყველაფერი მის არაჩვეულებრივ გამძლეობაზე მეტყველებს.

შეგახსენებთ, რომ ხამზატს UFC-ის წარმოუდგენელი რეკორდი ეკუთვნის. მან 10 დღეში ორი ბრძოლა ჩაატარა და ოქტაგონი ორივე შემთხვევაში გამარჯვებულმა დატოვა.

სხვა სტატიები