Belive

UFC-ის საერთო რეიტინგი განახლდა | TOP 10-ში ამერიკელები არ არიან

1 წლის წინ სხვა
2 წთ

UFC-მ მამაკაც მებრძოლთა საერთო რეიტინგი განაახლა და 10 საუკეთესოში ვერცერთი ამერიკელი მოხვდა.

დასტინ პორიე საერთო რეიტინგში ბრენდონ მორენომ ჩაანაცვლა, რომლის კარიერაც არაჩვეულებრივად ვითარდება.

პირველ ადგილზე ვოლკანოვსკია, რომელიც UFC-ში ავსტრალიის სახელით ასპარეზობს. მე-2 ნომერი ჩარლზ ოლივეირაა, რომელიც შაბათს UFC 280-ის მთავარ ბრძოლაში მე-6 ნომერ ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება.

მე-3 და მე-4 ნომრები ნიგერიელები კამარუ უსმანი და ისრაელ ადესანია არიან. ხუთეულს კი, საშუალო წონის ჩემპიონი იამაიკელი ლეონ ედვარდსი ასრულებს.


TOP 10-ში რუსეთს კიდევ ერთი წარმომადგენელი ჰყავს. ხამზატ ჩიმაევი საუკეთესოთა შორის მე-7 ადგილს იკავებს. მე-8, მე-9 ადგილზე კი, მძიმეწონოსნები ფრენსის ნგანუ და ჟირი პროჰაზკა არიან.


prochazka-after-his-victory-photo-facebook-jiri-prochazka-azlmi

რაც შეეხება ქალ მებრძოლებს, აქ საუკეთესოთა სია უცვლელია. პირველზე კვლავ ორგზის ჩემპიონი ამანდა ნუნეშია. მე-2 და მე-3 ადგილზე კი, ვალენტინა შევჩენკო და ჯულიანა პენია არიან.

შეგახსენებთ, რომ UFC-ში 22 ოქტომბერს საკმაოდ საინტერესო ბრძოლები გველის. აბუ-დაბიში მთავარ ღონისძიებაზე სამი სანახაობრივი დაპირისპირებაა ჩანიშნული. პიოტრ იანისა და შონ ო'მალის ბრძოლის შემდეგ, ოქტაგონზე ალჯამეინ სტერლინგი - თი ჯეი დილაშოუს წყვილი გამოვა. საღამოს კი, ძალიან დაძაბული ბრძოლა დახურავს. მაყურებლის წინაშე ჩარლზ ოლივეირა და ისლამ მახაჩევი წარსდგებიან. UFC 280 თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები