Belive

"ჩემთან ბრძოლა არავის უნდა" - ჩიმაევი მეტოქეების სიმცირეს უჩივის

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ხამზატ ჩიმაევი იმედოვნებს, რომ მისი შემდეგი ბრძოლა მარტში ჩაინიშნება, თუმცა, მისი თქმით, მასთან ბრძოლა არავის უნდა.

დაუმარცხებელი ჩეჩენი, ახლახანს გაემგზავრა დუბაიში, რათა მოემზადოს ბრძოლისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დაჯავშნილი. მიუხედავად იმისა, რომ ის თანახმაა როგორც საშუალო, ისე ქვესაშუალო წონაში ასპარეზობისთვის. ჩიმაევი ამბობს, რომ ბევრმა ოპონენტმა უკვე უარი თქვა მასთან ბრძოლაზე, რამაც ის მხოლოდ გააბრაზა.

ჩიმაევი სწრაფად გახდა ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და განხოლვადი მებრძოლი UFC-ში. მას შესანიშნავი რეკორდი (6-0) აქვს. ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში მან გილბერტ ბარნსისა და ლი ჯინგლიანგის დამარცხებაც მოახერხა.

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ ჩიმაევისა და ორგზის საშუალო წონის ჩემპიონის კოლბი კოვინგტონის დაპირისპირების იდეა მოსწონს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ბრძოლაც ვერ შედგება.

სხვა სტატიები