ჩელ სონენი: "მე ვიცნობ უსმანს და შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ეგ ბიჭი მართლა მაგარი ტიპია"
მერაბ დვალიშვილს აბუ დაბიში უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები თავს დაესხნენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დვალიშვილს ნურმაგომედოვი და მისი 6 გუნდელი ესხმის თავს - საპირისპიროდ მერაბმა და 21 წლის საბა ლაზიშვილმა მათ ღირსეული პასუხი დაუბრუნეს და ბოლომდე იბრძოლეს.
ამ ფაქტის შემდეგ, მერაბ დვალიშვილს სოციალურ ქსელებში სოლიდარობას და თანადგომას UFC-ს ლეგენდები და ცნობილი სპორტსმენები უცხადებენ.
საინტერესო და თანაც უცნაური კომენტარი გააკეთა, UFC-ს ყოფილმა მებრძოლმა და ამჟამად ჟურნალისტმა, MMA-ს ანალიტიკოსმა, ამერიკელმა - ჩელ სონენმა.
„მე ვიცნობ უსმანს და შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ეგ ბიჭი მართლა მაგარი ტიპია. ვიცი, ამას რომ ვამბობ, გესმით და ფიქრობთ: „ჩეილ, ამ სიტუაციაში არასწორ მხარეს დგახარ“. არა, არა, მე არავის მხარეს არ ვიჭერ, უბრალოდ გეუბნებით, რომ უსმანი რამდენჯერმე ცუდ მომენტებში გაეხვია (უხერხულ/უარყოფით სიტუაციებში დააფიქსირეს).
ის მართლა კარგი ახალგაზრდა კაცია, ეს სიმართლეა, და ეს რაც მოხდა ცუდია. როდესაც ის მერაბთან მიდის, თან ერთი გროვა ხალხი ახლავს, იწყება ჩხუბი და არა უბრალო შეხლა-შემოხლა ან კამათი, ისინი პირდაპირ ჩხუბს იწყებენ, მერაბს სისხლი მოსდის და ეს უკვე ისეთი ამბავია, რომ გაოგნდები.“ - ჩელ სონენი
🗣️Chael Sonnen calls the attack on Merab Dvalishvili “bad” while insisting Usman Nurmagomedov has always been a nice person to him
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) November 12, 2026
“I know Usman, and I can only tell you that dude is a really cool guy. And I know you hear me say that about him and you go, ‘Chael, you’re on the… pic.twitter.com/ycghhBmdk3
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში სწორედ იმიტომ იმყოფებოდა, რომ 14 ნოემბერს RAF-ის შეჯიბრზე ბრაზილიელ - მარლონ მორაეშთან უნდა იბრძოლოს.