რუსი ძიუდოისტები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე არ იასპარეზებენ
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრები, რომელიც შეჯიბრებებზე ნეიტრალური დროშით გამოდის ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება.
ადგილობრივ ფედერაციაში მსგავსი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მხოლოდ 4 ძიუდოისტს მისცა პარიზში ასპარეზობის უფლება.
17 სპორტსმენიდან, ვისაც ლიცენზია აქვს, მხოლოდ ოთხს მისცეს ტატამზე გამოსვლის უფლება, დანარჩენები იძულებულნი არიან სახლში დარჩნენ. ამ სიტუაციაში რუსეთის ძიუდოს ფედერაციამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასეთ დამამცირებელ პირობებში სპორტსმენები ოლიმპიადაზე არ გაემგზავრნონ - განუცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა, სერგეი სოლოვეიჩიკმა “მატჩ ტვ”-ს
რუსმა ძიუდოისტებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე მხოლოდ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რომლებიც ტამერლან ბაშაევისა და ნიაზ ილიასოვის ანგარიშზეა.
ბაშაევი ნახევარფინალში გურამ თუშიშვილმა დაამარცხა. პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს Grand Palais Ephemere-ს დარბაზი 27 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.