Belive

დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა - თუშიშვილი ტატამს ავსტრიაში დაუბრუნდება

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი - გურამ თუშიშვილი, 6-თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ტატამს უბრუნდება.

30 წლის ქართველი ძიუდოისტი ტატამს ავსტრიაში დაუბრუნდება, სადაც, 7-9 მარტს ავსტრიის გრან პრი გაიმართება.

შემადგენლობა

  • 60 კგ - ნიკა ხუზაურაშვილი

  • 66 კგ - თენგო ზირაქაშვილი

  • 73 კგ - გიორგი ტერაშვილი, გიორგი ლოლაძე

  • 81 კგ - დიმიტრი გოჩილაიძე

  • 90 კგ - ტატო გრიგალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი

  • 100 კგ - იმედა გოგოლაძე

  • +100 კგ - გურამ თუშიშვილი, შალვა გურეშიძე.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშების, მძიმე წონითი კატეგორიის მეოთხედფინალური შეხვედრის შემდეგ თუშიშვილსა და რინერს შორის უსიამოვნება ტატამზევე მოხდა, რაც ფრანგის ცინიკურმა აღნიშვნამ გამოიწვია, ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი გურამ თუშიშვილი 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

სხვა სტატიები