Belive

"როცა შენს დივიზიონს გაასუფთავებ, მაშინ შეგეძლება ზედა წონაში ასვლა" - ჯო ლოპესი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ალექსანდრე ვოლკანოვსკის მწვრთნელი ჯო ლოპესი ფიქრობს, რომ ილია თოფურიას მეორე ქამრისთვის ბრძოლა არ ეკუთვნის. ავსტრალიელის მწვრთნელის თქმით, "მატადორს" ჯერ ამისთვის საკმარისი არ გაუკეთებია.

ვოლკანოვსკისა და ჰოლოუეის დამარცხების შემდეგ, თოფურიამ მსუბუქ წონაში ასვლა და მახაჩევთან დაპირისპირების სურვილი გამოთქვა. ჯო ლოპესმა Submission Radio-სთან სწორედ ამ თემაზე ისაუბრა.

ეს შესანიშნავი ბრძოლა იქნება მაგრამ, ამისთვის 5 ან 6 სატიტულო დაცვა უნდა გქონდეს. როცა შენს დივიზიონს გაასუფთავებ, მაშინ შეგეძლება ზედა წონაში ასვლა. შენ მსუბუქ წონაში საჩემპიონო ბრძოლა გინდა, როცა სხვები ამას შენზე მეტად იმსახურებენ. ეს ყველაფერი ურიგოდ გავლას ჰგავს. ჩემი აზრით, ეს უბრალოდ ადამიანის ბუნებაა. ორმაგი ჩემპიონის ტიტული ყველას სურს, რადგან ეს ძალიან იშვიათი სტატუსია.

ისლამს საკმაოდ კარგი სტრაიკინგი აქვს და შესანიშნავი მოჭიდავეც არის. გარდა ამისა, ის დიდია და ვინ იცის... საინტერესო ის არის, რომ ილიამ რაც თქვა ყველაფერი შეასრულა. ასე რომ, შესაძლო მართლაც გახდეს პირველი ადამიანი, ვინც მახაჩევს დაასაბმითებს. - განაცხადა ვოლკანოვსკის მწვრთნელმა

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ UFC 308-ზე საკუთარი ქამარი პირველად დაიცვა. აბუ დაბიში გამართულ ბრძოლაში ილიამ მაქს ჰოლოუეი დაამარცხა. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "მატადორი" პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც ჰოლოუეის გათიშვა შეძლო.

სხვა სტატიები