"ილია განსხვავებული დონეა" - მერაბ დვალიშვილი
8 საათის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილმა ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის ბრძოლაზე ისაუბრა. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ "მანქანამ" ამ დაპირისპირებაში ფავორიტად "მატადორი" დაასახელა. მერაბმა ისიც თქვა, რომ გეიჯისაც მსგავსად დააძინებს, როგორც სხვა დანარჩენი ოპონენტები.
როგორც ახსენეთ ილია ჩემი მეგობარია, მაგრამ მასთან მივარჯიშია და იგივე სხვა სპარინგ პარტნიორებთან არ მიგრძვნია. ჩემზე დიდ ბიჭებთანაც კი. ილია განსხვავებული დონეა. ძლიერად ურტყამს, ტექნიკურია, ძალიან ჭკვიანი და მის მომავალ მეტოქესაც დაასრულებს. - განაცხადა მერაბმა
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა თეთრი სახლის მთავარი ჩხუბი იქნება. დაპირისპირება 15 ივნისს გაიმართება და გამარჯვებული წელზე მსუბუქი წონის ქამარს შემოირტყამვს.