"როცა მასთან ჩხუბი მომიწევს მაინტერესებს ეს როგორ იმუშავებს" - კორი სენდჰეგენი
18 საათის წინ
სხვა
1 წთ
უმარ ნურმაგომედოვის ყოფილი მოწინააღმდეგე კორი სენდჰეგენი ამბობს, რომ მერაბ დვალიშვილის დამარცხების გზა იცის. ამერიკელი მებრძოლი უმართან დამარცხდა, თუმცა, მაინც თვლის რომ დვალიშვილთან გამარჯვების შანსი აქვს.
უმარი ნამდვილად კარგი ფეხბურთელია. მან დამამარცხა. ის სტილისტიკურად უკეთესია. აქამდეც თქმულა, რომ სტილები ქმნის ბრძოლებს. როცა მერაბთან ჩხუბს აპირებ ფეხის მოძრაობა ძალიან კარგი უნდა გქონდეს და გდებებისგან თავის დაცვა უნდა შეგეძლოს. დვალიშვილმა ო'მალი, იანი და უმარი დაამარცხა. სამივე ბიჭი ჩემზე წინ არის და როგორც ჩანს, შემდეგი მე უნდა ვიყო.
ერთადერთი გზა მერაბის დასამარცხებლად მანძილის კონტროლია. ჩემი საბრძოლო სტილის შესახებ შეიძლება ბევრი ილაპარაკოთ მაგრამ, დივიზიონში საუკეთესო ფუთვორქი რომ მაქვს უდავოა. სივრცეს კარგად ვაკონტროლებ, ვამცირებ, ვზრდი. აი რა დაამარცხებს მერაბს. როცა მასთან ჩხუბი მომიწევს მაინტერესებს ეს როგორ იმუშავებს. - განაცხადა კორი სენდჰეგენმა
უმარ ნურმაგომედოვმა საჩემპიონო შანსი სწორედ კორი სენდჰეგენის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. მერაბმა კი დაღესტნელის საჩემპიონო ოცნებები დროებით გვერდზე ჩააჩოჩა.