"ილიასთან ბრძოლის შემდეგ ბევრი მეუბნება, რომ იგივე აღარ ვარ" - მაქს ჰოლოუეი
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
მაქს ჰოლოუეი თვლის, რომ კვლავ UFC-ს საუკეთესო მოკრივეა. მისი აზრით, ეს ფაქტი არც იმას შეუცვლია, რომ თოფურიამ დაანოკაუტა.
ილიასთან ბრძოლის შემდეგ, ხალხი ხან რას მეუბნება, ხან რას. რაც მოხდა, მოხდა მეგობარო. ეს მათი პრობლემაა. თუ თვლი, რომ UFC-ში საუკეთესო მოკრივე არ ვარ, მაშინ ამის საკუთარ თავთან აღიარება მოგიწევს. როცა სარკეში ვიყურები საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ყველაზე მაგარი მოკრივე ვარ UFC-ში და ამიტომაც ვარ მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლი. შენ თავდაჯერება გჭირდება. - ამბობს მაქს ჰოლოუეი
Max Holloway believes He’s Still The Best Boxer In The UFC 🥊
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) November 24, 2025
“A lot of people are going to tell me I am not this or that because of the fight with Ilia. It is what it is, bro. That is their problem. If you do not think I am the best boxer in the UFC, you need to take that up… pic.twitter.com/Khf796PuUz
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ჰოლოუეი UFC 308-ზე საჩემპიონო ბრძოლაში დაამარცხა. მას შემდეგ ჰოლოუეიმ დასტინ პორიესთან იჩხუბა, სადაც BMF-ს ტიტული მოიგო.