"მინდა ეს ტიტული მოვიგო და შემდეგ ილია დავამარცხო" - პადი პიმბლეტი
4 დღის წინ
სხვა
1 წთ
პადი პიმბლეტი ამბობს, რომ ილია თოფურიას აპრილში არ შეხვდება. გეიჯისთან გამარჯვების შემთხვევაში, ინგლისელი შემდეგი ბრძოლის გამართვას ივნისში ან ივლისში გეგმავს. ამ თემასთან დაკავშირებით პადიმ UFC 324-ს მედია დღეზე ისაუბრა.
აპრილში არ ვიბრძოლებ. შეუძლია ივნისის ბოლომდე ან ივლისის დასაწყისამდე მოიცადოს. ერთ წლიანი პაუზის შემდეგ ბრძოლას ვერ მაიძულებს.
მინდა ეს ტიტული მოვიგო და შემდეგ ილია დავამარცხო. თუ ივნისში ან ივლისში ჩემთან შეხვედრა არ უნდა, მაშინ ქამარი დათმოს და ჩარლზს ან მაქსს ვეჩხუბები. თუმცა, ისეთი პირი უჩანს, რომ მომავალი მეტოქე "ელ ჩორიზო" იქნება. - განაცხადა პადი პიმბლეტმა
პადი პიმბლეტი მოავალ ბრძოლას 25 იანვარს გამართავს, რომელიც ჯასრინ გეიჯის წინააღმდეგ იქნება. მოგების შემთხვევაში პადი დროებითი ქამრის მფლობელი გახდება და მსუბუქ წონას სათავეში ილიას დაბრუნებამდე ჩაუდგება.