"როცა იანმა ჩემი დაჩაგვრა სცადა, მისთვის ეს კარგად არ დასრულდა" - მერაბ დვალიშვილი
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის ბრძოლა UFC-მ ოფიციალურად ჩანიშნა. როგორც მოსალოდნელი იყო ჩხუბი "სფეროში", ლას ვეგასში შედგება. ბრძოლის თარიღი სწორედ ის არის, რაც მერაბს სურდა - 14 სექტემბერი.
მომავალ მეტოქესთან დაკავშირებით დვალიშვილმა The Schmo-სთან ისაუბრა.
ყოველი შეხვედრისას ო'მალი ცდილობდა დავეჩაგრე და ჩემზე ცუდად საუბრობდა. გახსოვთ რა მოუვიდა პიოტ იანს როცა იგივე სცადა. მისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდა. ო'მალისთანაც იგივეს ვგეგმავ. თავისივე სტილში დავამარცხებ და ცხვირს გავუტეხავ. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა
ამ ბრძოლას მერაბ დვალიშვილი ძალიან დიდი ხანი ელოდა. საბოლოოდ, 10-ბრძოლიანი დაუმარცხებელი სერიის შემდეგ, დანა უაითმა საჩემპიონო ბრძოლა მისცა. იმ შემთხვევაში თუ მერაბი ო'მალის დაამარცხებს, UFC-ში ორი ქართველი ჩემპიონი გვეყოლება.