ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილის და შონ ო'მალის ბრძოლა ჩაინიშნა
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის ბრძოლა UFC-მ ოფიციალურად ჩანიშნა. როგორც მოსალოდნელი იყო ჩხუბი "სფეროში", ლას ვეგასში შედგება. ბრძოლის თარიღი სწორედ ის არის, რაც მერაბს სურდა - 14 სექტემბერი.
ამ ბრძოლას მერაბ დვალიშვილი ძალიან დიდი ხანია ელოდა. საბოლოოდ, 10-ბრძოლიანი დაუმარცხებელი სერიის შემდეგ, დანა უაითმა საჩემპიონო ბრძოლა მისცა. იმ შემთხვევაში თუ მერაბი ო'მალის დაამარცხებს, UFC-ში ორი ქართველი ჩემპიონი გვეყოლება.