"თუ შენი უნარების და ტექნიკის დატესტვა მოგინდება, მე აქ ვარ" - თოფურია კროუფორდს
არც თუ ისე ცოტა ხანია ილია თოფურიასა და ტერენს კროუფორდს შორის პატარა დაპირისპირება გაღვივდა. ყველაფერი ამერიკელი მოკრივის კომენტარიდან დაიწყო, სადაც UFC-ს საუკეთესო მოკრივედ არა ილია, არამედ კოდი გარბრანდტი დაასახელა. თავის მხრივ, ილიამ განაცხადა, რომ ტერენსს ერთი შეხებით დააძინებდა. ამ ყველაფერზე კროუფორდმა უპასუხა, რომ ილია უბრალოდ მთვრალია. ახლა კი "მატადორის" ჯერია და თოფურიამ პასუხი არ დააყოვნა.
როცა შენი უნარების და ტექნიკის დატესტვა მოგინდება, მე აქ ვარ. ვღიზიანდები, როცა მოკრივეები გამოდიან და MMA-ს აკნინებენ. ისინი გვაკრიტიკებენ და ჩვენს დამცირებას ცდილობენ. სიმართლე ასეთია - ბევრი MMA-ს მებრძოლი გადავიდა კრივში და საკუთარი ძალები იქ სცადა. თუმცა, არ მინახავს არცერთი მოკრივე, რომელმაც თავისი უნარები MMA-ში გამოსცადა. თუ ვინმეს უნდა, მე აქ ვარ. - განაცხადა ილია თოფურიამ
შეგახსენებთ, რომ ტერენს კროუფორდს წინ ძალიან მნიშვნელოვანი ჩხუბი ელის. 13 სექტემბერს ის კანელო ალვარესს ლას ვეგასში დაუპირისპირდება. ეს ორი მოკრივე ერთმანეთს WBA, WBC, IBF და WBO საშულო წონის მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის შეხვდებიან.
რაც შეეხება ილიას, ჯერ "მატადორი" ოპონენტის გარეშეა. ყველაზე დიდი ალბათობით, თოფურიას მომავალი მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება.