რომან დოლიძისა და ლეროი დანკანის პირისპირ დგომი შედგა
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
21 მარტს, ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, რომან დოლიძე მორიგ ბრძოლას ჩაატარებს. მისი მეტოქე ადილობრივი, კრისტიან ლეროი დანკანი იქნება.
დოლიძეს დანკანთან მოპოვებული გამარჯვება, შესაძლოა, სატიტულო რბოლაში ჩართვაში დაეხმაროს. შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძე ბოლო ჩხუბში ენტონი ერნანდესის წინააღმდეგ დამარცხდა. ამერიკელთან ბრძოლა დოლიძემ მეოთხე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დათმო.
ქართველი მებრძოლი UFC-ში (15-4) რეკორდითაა, დანკანს კი 13 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.