UFC LONDON | რომან დოლიძე კრისტიან ლეროი დანკანთან დამარცხდა
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
რომან დოლიძე ლონდონში მიმდინარე UFC Fight Night-ის მთავარ ქარდზე გამოვიდა - სამწუხაროდ ქართველი მებრძოლი ინგლისელ კრისტიან ლეროი დანკანთან დამარცხდა.
3-რაუნდიანი ბრძოლის პირველი 2 რაუნდი მეტოქის აშკარა უპირატესობით წარიმართა. მართალია დოლიძემ მესამე რაუნდში დამაჯერებლად მოიგო, მაგრამ ეს საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - კრისტიან ლეროი დანკანი გამარჯვებულად მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დასახელდა.
Welcome to the rankings, CLD 🙌
— UFC (@ufc) March 21, 2026
Christian Leroy Duncan gets the UD victory to extend his win streak to 4!
[ #UFCLondon | LIVE NOW on @ParamountPlus ] pic.twitter.com/QtaX4jSXgS
37 წლის რომან დოლიძისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მეორე წაგებაა. დოლიძე 2025 წლის 10 აგვისტოს ენტონი ჰერნანდესთან დამარცხდა.