"რომან დოლიძის გამოწვევით ძალიან გაოგნებული ვარ" - შარა მაგომედოვის მწვრთნელი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
საქართველოზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომან დოლიძემ შარა მაგომედოვთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა. ქართველმა მებრძოლმა "ტყვია" მეორედაც გამოიწვია თუმცა, მისგან პასუხი არ მიუღია. დოლიძის ამ გამოწვევას შარას ნაცვლად მისი მწვრთნელ გორ აზიზიანი გამოეხმაურა.
რომან დოლიძის გამოწვევით ძალიან გაოგნებული ვარ. ჩემთან საუბარში ბოგდან გუსკოვმა ის კარგად დამიხასიათა. ისინი ლას ვეგასში ერთად ვარჯიშობდნენ. ჩემი აზრით, რომანს ბევრად კარგი ბრძოლები აქვს ვიდრე, შარაბუტდინთან, რომელიც ახალ მეტოქესთან უკვე შეთანხმებულია.
სიმართლე გითხრათ, რომანის გამოწვევა ვერ გავიგე. მან ალბათ შარას ინტერვიუ ნახა, სადაც მერაბზე საუბრობს და მან საკუთარ თავზე მიიღო. შარამ ეს მხოლოდ მერაბს უთხრა, რადგან მან დაღესტანზე ისაუბრა.
ბევრმა ქართველმა მეგობარმა მომწერა, თუ რა ხდებოდა ჩვენ შორის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - არავის უნდოდა ხალხს შეხებოდა. ერთმა ადამიანმა საკუთარი აზრი გამოხატა, მეორემ კი კონკრეტულად მერაბზე ისაუბრა. ვფიქრობ, შარა და რომანი სადმე შეხვდებიან და ამ საკითხს მოაგვარებენ. - განაცხადა აზიზიანმა RED CORNER MMA-სთან საუბრისას