Belive

ილია თოფურია: "საწყალი ჩარლზი..."

5 თვის წინ სხვა
1 წთ

რამდენიმე საათის წინ, UFC 317-ის პირველი Embedded სერია გამოქვეყნდა. ბუნებრივია აქ ილია თოფურიაც იყო და პატარა კომენტარიც გააკეთა.

ჩემი შესაძლებლობების 100%-ს, სრულ ძალას ვგრძნობ. ერთი სული მაქვს მრავალრიცხოვანი მაყურებლის წინაშე კიდევ ერთხელ გავიბრწყინო. მინდა ჩემს კარიერაში კიდევ ერთი ბრილიანტი მივიღო და ორი წონის ჩემპიონი გავხდე. საწყალი ჩარლზი... საწყალი ჩარლზი... - ამბობს ილია თოფურია

შეგახსენებთ, რომ ილიას და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბი მსუბუქი წონის ქამრისთვის იქნება. თუ "მატადორი" ოლივეირას დაამარცხებს, მაშინ პირველი ქართველი გახდება, რომელიც UFC-ში ორი წონის ჩემპიონია. ბრძოლა 29 ივნისს გამთენიისას დაიწყება.

სხვა სტატიები