Belive

"ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მე და მერაბი ერთად ვართ" - არმან ცარუკიანი

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილი საკუთარ ჩემპიონის ქამარს პირველად დაიცავს. მისი მოწინააღმდეგე უმარ ნურმაგომედოვი იქნება, რომელსაც TOP მებრძოლებთან მხოლოდ 1 ჩხუბი აქვს გამართული.

იმავე საღამოს არის ჩანიშნული მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაც, სადაც ერთმანეთს ისლამ მახაჩევი და არმან ცარუკიანი დაუსპირისპირდებიან.

როგორც მოგეხსენებათ, ისლამი და უმარი დაღესტნიდან არიან. ასე რომ, საღამოს მთავარი ბრძოლები სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიურ დაპირისპირებადაც შეგვიძლია მოვიხსენიოთ. არიელ ელვანიმ ამ ფაქტზე ყურადღება გაამახვილა და არმანს ამის შესახებ ჰკითხა. ცარუკიანმა კი განაცხადა, რომ ის თავს ისე გრძნობს თითქოს მერაბი და ის ერთ გუნდში არიან.

ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მე და მერაბი ერთად ვართ. ჩვენ ისინი უნდა დავამარცხოთ. მე სომეხი ვარ, რომელიც საქართველოში დაიბადა. ისიც ქართველია და ჩვენ ერთმანეთთან ახლოს ვართ. ბრძოლის საღამოს ჩვენს გამარჯვებებს ქართული და სომხური ცეკვით აღვნიშნავთ. - განაცხადა არმანმა
View this post on Instagram

A post shared by Uncrowned (@uncrowned)

UFC 311-ის ღონისძიება 18 იანვარს არის ჩანიშნული. ვინაიდან ბრძოლები აშშ-ში გაიმართება. მთავარი სანახაობა თბილისის დროით 19 იანვარს, გამთენიისას დაიწყება.

სხვა სტატიები