Belive

"იმ მარცხის გაბათილება ძალიან მინდა" - ალექს ვოლკანოვსკი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

მოვსარ ევლოევთან წარმატებული ქამრის დაცვის შემდეგ, ალექს ვოლკანოვსკის ზედა დივიზიონში ასვლაზე ჰკითხეს. ავსტრალიელი UFC-ში მსუბუქ წონაში აქამდეც გვინახავს და 2-დან 2 მარცხი აქვს. ვოლკანოვსკი თოფურიასთან რემატჩს სიამოვნებით დათანხმდება, თუმცა გეიჯის ფაქტორსაც ითვალისწინებს და თვლის, რომ მის გადაწყვეტილებაზე ბევრია დამოკიდებული.

ესეც კარგია თუ ბრძოლა მსუბუქი წონის ქამრისთვის იქნება. ჩემთვის ამ წაგების დაბრუნებაც მშვენიერი იქნება. გეიჯიმ ნულიანი უკვე წაართვა და ეს შანსი დავკარგე. მაგრამ, იმ მარცხის გასაბათილებლად მშვენიერი იქნება. მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ილია დიდებული მებრძოლი და კარგი ადამიანია, მაგრამ ამავდროულად მე შეჯიბრება მიყვარს. მის წინააღმდეგ ჩემს თავს სიამოვნებით გავტესტავდი. - ალექს ვოლკანოვსკი

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ პირველი ჩემპიონობა სწორედ ალექს ვოლკანოვსკისთან იზეიმა. ქვემსუბუქი წონის ტიტულისთვის დაპირისპირებაში "მატადორმა" ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

სხვა სტატიები