რომან დოლიძეს ახალი მეტოქე გამოუჩნდა
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, რომან დოლიძის მეტოქე ენტონი ერნანდესი ბრძოლას ჩაეხსნა. Fluffy-იმ ეს ინფორმაცია თავად გაავრცელა და თქვა, რომ ამის მიზეზი ტრავმა იყო.
რომანის ბრძოლა UFC 302-ისთვის არის ჩანიშნული, რომელიც 2 ივნისს შედგება. ცოტა ხნის წინ რომანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მალე ბრძოლის შესახებ სიახლეებს გაგვაცნობს. დიდი ალბათობით ეს იმას ნიშნავს, რომ დოლიძეს მეტოქე უკვე გამოუძებნეს.
დოლიძემ ბოლო ჩხუბი ნასურდინ იმავოვის წინააღმდეგ გამართა, სადაც დამარცხდა. ეს ქართველისთვის UFC-ში მესამე მარცხი იყო.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ რომანი საშუალო წონის რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს.