Belive

დენ ჰუკერის თქმით, UFC 313-ზე ილიასა და ვოლკანოვსკი ბრძოლა უნდა ჩანიშნულიყო

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

UFC 313-ზე საკმაოდ საინტერესო ბრძოლა გაიმართება. ქვემძიმეწონის ქამრისთვის ერთმანეთს ალექს პერეირა და მაგომედ ანკალაევი შეხვდებიან. იყო შანსი, რომ ამავე ქარდზე ილიასა და "ვოლკის" რემატჩი გვენახა. თუმცა, დენ ჰუკერი ამბობს, რომ ეს ყველაფერი "მატადორის" გამო ჩაიშალა.

313-ის ქარდზე ილიასა და "ვოლკის" ბრძოლის ჩასმა სურდათ მაგრამ, თოფურიამ თქვა რომ წონის ჩასაბარებლად 6 თვე სჭირდებოდა. - განაცხადა დენ ჰუკერმა Submission Radio-სთან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ ბოლო ილია თოფურია აბუ დაბიში UFC 308-ზე ვიხილეთ. "მატადორმა" საკუთარი ქამარი მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა და პირველი მებრძოლიც გახდა, რომელმაც ჰოლოუეი გათიშა.

სხვა სტატიები