ალექსანდრე თოფურია მერაბის სიტყვებს გამოეხმაურა
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC 311-ის პრესკონფერენციაზე მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ ალექსანდრე თოფურიას საგულშემატკივროდ ავსტრალიაში ჩავიდოდა. იქვე ისიც დაამატა, რომ ალექსანდრე მასზე უკეთესი მებრძოლია. მერაბის ამ სიტყვებს თოფურია საკუთარ Instagram-ზე გამოეხმაურა.
მინდა მერაბის სიტყვებზე პატარა კომენტარი გავაკეთო: მადლობელი ვარ ასეთი სიტყვებისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი. ცხადია, რომ მერაბი საუკეთესო და უდავო ჩემპიონია. - წერს ალექსანდრე თოფურია

ალექსანდრე თოფურია, ისევე როგორც მერაბი, სუპერმსუბუქ დივიზიონში გამოდის და მისი დებიუტი 9 თებერვალს, ავსტრალიაში შედგება - ქართველის მეტოქე ადგილობრივი მებრძოლი, კოდი ჰადონი (8-1) იქნება.