Belive

"შენი განცხადება არასწორი იყო" - დოლიძემ შარას უპასუხა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინტერვიუ, სადაც შარა მაგომედოვი საქართველოს შესახებ საუბრობს. "ტყვია" ამბობს, რომ საქართველო და ქართველები დაღესტანისგან დაცვისთვის რუსეთის მადლიერები უნდა იყვნენ.

გურამ ქუთათელაძის შემდეგ, შარას ამ სიტყვებს რომან დოლიძეც გამოეხმაურა.

გამარჯობა შარა, ასეთ საკითხებზე სოციალურ ქსელში საუბარი არ მიყვარს და ყოველთვის ვცდილობ, რომ ასეთი საქმეებისგან თავი შორს დავიჭირო. ჩემი აზრით, შენი განცხადება მინიმუმ სწორი არ არის და როცა შეგხვდები ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. ჩვენ მეზობელი ერები ვართ, ერთად დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდით. ვფიქრობ, რაღაც სალაპარაკო გვაქვს. - განაცხადა რომან დოლიძემ
View this post on Instagram

A post shared by UFC Roman Dolidze (@romandolidze)

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძე და შარა მაგომედოვი ერთ დივიზიონში იმყოფებიან. რომანი ამჟამად მე-10 პოზიციაზეა შარა კი მე-14.

სხვა სტატიები