"იმედი მაქვს გეიჯი ილიას მოუგებს და კიდევ ვიბრძოლებთ" - პადი პიმბლეტი
8 საათის წინ
სხვა
1 წთ
პადი პიმბლეტი იმედოვნებს, რომ გეიჯი ილიას დაამარცხებს და UFC რევანშის საშუალებას მისცემს. ინგლისელს პირველ ჩხუბში დაშვებული შეცდომების გამოსწორება სურს.
ვიმედოვნებ ილიას Undisputed ქამარს მოუგებს და იმედი მაქვს ხელახლა ვიბრძოლებთ. ამ ბრძოლაში იყო რაღაცები, რაც ძალიან მაწუხებს. თუმცა რას ვიზამთ, წარსულში დაბრუნება და შეცვლა არ შეგვიძლია.
ვიცი, რომ ის კარიერის ბოლოშია. თუ ილიას შეებრძოლება და შემდეგ მაქსთან იჩხუბებს, ეს გასაგები იქნება. მე წინა ბრძოლისგან ბევრი ვისწავლე. - განაცხადა პადი პიმბლეტმა
👀Paddy Pimblett wants Justin Gaethje to beat Ilia Topuria so he could rematch him:
— Home of Fight (@Home_of_Fight) February 1, 2026
“I hope he’ll win an undisputed title of Ilia and hopefully we can run it back. Because there’re a couple of things that pissed me off in that fight.
I know he’s on the end of his career. If he… pic.twitter.com/NBXrE5DmGX
შეგახსენებთ, რომ პადი პიმბლეტმა დროებითი ჩემპიონობის შანსი დაკარგა. 5-რაუნდიან ბრძოლაში გეიჯის წინააღმდეგ პიმბლეტი დამარცხდა და საკმაოდ დიდი დაზიანებაც მიიღო. ახლა გეიჯის მოუწევს საკუთარი ტიტული ილია თოფურიას წინააღმდეგ დაიცვას.