რომან დოლიძე UFC-ის რეიტინგში დაქვეითდა
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
4 თებერვალს, მიმდინარე წელს UFC-ის ოქტაგონზე პირველი ქართველი ვიხილეთ. რომან დოლიძემ ნასურდინ იმავოვის წინააღმდეგ იბრძოლა. დაპირისპირირება ჩვენს სასიკეთოდ არ დასრულდა. მსაჯების გადაწყვეტილებით ნასურდინ იმავოვმა რომან დოლიძე დაამარცხა და კარიერაში მე-13 გამარჯვება ჩაიწერა.
აღსანიშნავია, რომ ფრანგი რეიტინგში დოლიძეზე სამი საფეხურით ქვევით იმყოფებოდა (დოლიძე მე-8, იმავოვი მე-11). საშუალო წონის რეიტინგის განახლების შემდეგ კი, ნასურდინმა დოლიძის ადგილი დაიკავა. თავად დოლიძე ორი საფეხურით დაქვეითდა და ახლა მე-10 პოზიციას იკავებს.
![](https://fcdn.belive.ge/livege/media/77260/Capture.png)
შეგახსენებთ, რომ დოლიძისთვის UFC-ში ეს მესამე მარცხი იყო. რომანმა პირველი ბრძოლა ტრევინ ჯაილსთან, მეორე კი მარვინ ვეტორის წინააღმდეგ დათმო. ქართველ კარიერაში სულ 12 გამარჯვება აქვს.