რომან დოლიძე საშუალო წონის რეიტინგში დაქვეითდა
9 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC ის რეიტინგის განახლების შემდეგ, რომან დოლიძე 2 საფეხურით დაქვეითდა. საშუალო წონის დივიზიონში ქართველი მებრძოლი მე-9 პოზიციას იკავებდა და ახლა მეთერთმეტეა. აქვე იმასაც გეტყით, რომ რომანი ყველაზე მაღლა, მე-8 ადგილზე ყოფილა.
სიტუაციის გამოსასწორებლად დოლიძეს შანსი მალევე მიეცემა. მას მომავალი ბრძოლა უკვე ჩანიშნული აქვს. მისი მოწინააღმდეგე მიშელ პერეირა იქნება, რომელმაც ბოლო ჩხუბი მოიგო. მათი დაპირისპირება 9 ივნისს ლუისვილში გაიმართება და სამრაუნდიანი იქნება.
შეგახსენებთ, რომანს UFC-ში 9 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 6 მოიგო. სამწუხაროდ, ბოლო შეხვედრაში დოლიძე ნასურდინ იმავოვის წინააღმდეგ დამარცხდა.