Belive

"ოლივეირასთან BMF-ის ტიტულზე ბრძოლა ჩემთვის დიდი პატივი იქნება" - მაქს ჰოლოუეი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 309 კარს მოგვადგა და საკმაოდ საინტერესო პროგნოზებიც გავრცელდა. ტრადიციულად, ექსპერტებმა მომავალი ღონისძიება შეაფასეს და მათ შორის მაქს ჰოლოუეიც იყო. "დალოცვილმა" საკუთარი პროგნოზის გარდა, საინტერესო განცხადებაც გაავრცელა. ჰოლოუეი ამბობს, რომ მისთვის ოლივეირასთან ბრძოლა დიდი პატივი იქნებოდა.

სადღაც ყური მოვკარი, რომ ოლივეირას BMF-ის ტიტულისთვის ბრძოლა სურს. ძალიან მაგარი იქნება. ჩვენ მსგავსი ისტორია გვაქვს. თუ ოდესმე ამ ბრძოლას შემომთავაზებენ, ჩემთვის ოლივეირასთან ოქტაგონის გაზიარება დიდი პატივი იქნება. - განაცხადა მაქსმა საკუთარ YouTube არხზე საუბრისას

აღსანიშნავია, რომ ჰოლოუეიმ ოლივეირას ჩენდლერთან გამარჯვება უწინასწარმეტყველა. შეგახშენებთ, რომ UFC 309-ის მთავარი ბრძოლები კვირას 07:00 საათიდან დაიწყება.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ თავად ჰოლოუეიმ ბოლო ბრძოლა ილია თოფურიასთან ჩაატარა და დამარცხდა. "მატადორმა" ჰავაიელი მებრძოლი კარიერაში პირველად გათიშა და ჩემპიონის ტიტულიც პირველად დაიცვა.

სხვა სტატიები