Belive

რომან დოლიძე ლას ვეგასში მთავარ ბრძოლაზე იჩხუბებს

6 თვის წინ სხვა
1 წთ

რომან დოლიძე მის მომავალ ბრძოლას ლას ვეგასში ჩაატარებს. ქართველის ორთაბრძოლა ხუთრაუნდიანი იქნება. აღსანიშნავია, რომ რომანის ჩხუბი საღამოს მთავარი ღონისძიება იქნება. ეს ინფორმაცია თავად მებრძოლმა გაავრცელა.

View this post on Instagram

A post shared by UFC Roman Dolidze (@romandolidze)

ჯერჯერობით რომანს არ დაუსახელებია თუ ვინ იქნება მისი მოწინააღმდეგე,

შეგახსენებთ, რომ დოლიძეს ამ წელს რამდენიმე ბრძოლა ჩაეშალა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მისი ბოლო მეტოქე ნასურდინ იმავოვი უნდა ყოფილიყო. თუმცა, მათი დაპირისპირება არ შედგა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ რომანმა ბოლოს მარტში იბრძოლა, სადაც მარვინ ვეტორთან დამარცხდა. დოლიძეს UFC-ში სულ 8 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 6 გამარჯვებით დაასრულა.

სხვა სტატიები