"მეც და ბევრ სხვას, მერაბის ძალების დარწმუნებაში დიდი დრო დაგვჭირდა" - დანა უაითი
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC 320 დასრულდა და ტრადიციული პრესკონფერენციაც გაიმართა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას დანა უაითს მერაბზე ჰკითხეს. პრეზიდენტის თქმით, დვალიშვილის საჩემპიონო პოტენციალზე თავიდანვე ბევრს უყვებოდნენ.
მერაბი მაშინ ვიპოვე, როცა ჩხუბს ვეძებდი. მეთ სერამ მითხრა, რომ ეს ბიჭი ერთ დღეს ყველა დროის საუკეთესო ჩემპიონი გახდებოდა. მეც და ბევრ სხვას ამის დასაჯერებლად დიდი დრო დაგვჭირდა. მასში მუდამ ეჭვი შეჰქონდათ. კორი ძალიან ძლიერი და მაგარი ბიჭია, მერაბი კი მის წინააღმდეგ ძალიან დომინანტური იყო. - განაცხადა დანა უაითმა
შეგახსენებთ, რომ მერაბმა კორი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მესამედ დაიცვა. გარდა ამისა, დვალიშვილი პირველი გახდა, რომელმაც UFC-ში 100 გდება დააფიქსირა და ეს შედეგი თავადვე გააუმჯობესა.