ევლოევთან გამარჯვების შემდეგ, ალჯამაინი ილიასთან ბრძოლას განიხილავს
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, ალჯამაინ სტერლინგმა ქვემსუბუქ წონაში აინაცვლა და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. ახლა კი მისი მოწინააღმდეგე მოვსარ ევლოევია. იამაიკელი მებრძოლი ამბობს, რომ მოსვართან გამარჯვების შემთხვევაში სატიტულო ბრძოლას მიიღებს.
ევლოევი პირველ წაგებას იგემებს. ეს 0 უნდა გაქრეს. ვფიქრობ, მოვსართან გამარჯვება სატიტულო რბოლაში ჩამრთავს. ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა მოვიგო. ამ ბიჭს ერთხელ და სამუდამოდ გავაჩუმებ. - განაცხადა ალჯამაინ სტერლინგმა
"He's going to have to hold this L, man. That 0 has to go."@FunkMasterMMA thinks a win over Movsar Evloev gets him into the Ilia Topuria sweepstakes 👀 #HelwaniShow pic.twitter.com/VB0IFT6ior
— Ariel Helwani (@arielhelwani) November 12, 2024
ალჯამაინისა და ევლოევის ბრძოლა 8 დეკემბერს UFC 310-ზე გაიმართება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მოვსარ ევლოევი დაუმარცხებელია და კარიერაში 18 გამარჯვება აქვს.