"რომ შემეძლოს ყოველ კვირას ვიჩხუბებდი" - მერაბ დვალიშვილი
1 საათის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საოცრად დახურვასთან ძალიან ახლოსაა. ქართველი ჩემპიონი მეოთხე საჩემპიონო ბრძოლის მოგებას აპირებს, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. ამ მიღწევას ის ართულებს, რომ ამ პროცესში წონის კლებაც უწევს. ეს კი ორგანიზმისთვის დიდი სტრესია. დენიელ კორმიესთან ინტერვიუში მერაბმა თქვა, რომ ჩხუბი მისთვის სულაც არაა რთული.
ეს ჩემთვის სრულიად ნორმალურია. ჩხუბი ძალიან მიყვარს. რომ შემეძლოს ყოველ კვირას ვიჩხუბებდი. ერთადერთი რაც არ მომწონს ეს წონის კლებაა. გასულ წელს წონა სამჯერ ჩავაბარე. ჰენრისთან ბრძოლის შემდეგ დამზღვევი ვიყავი და შემდეგ ტიტულისთვის ვიბრძოლე.
- განაცხადა მერაბ დვალიშვილმა
მერაბი 7 დეკემბერს გამთენიისას ვეგასში იბრძოლებს. მისი მოწინააღმდეგე პიოტრ იანია, რომელიც უკვე დამარცხებული ჰყავს.