პარიზის გრანდ სლემი 2026 | ტატამიზე 10 ქართველს ვიხილავთ
ძიუდოს 2026 წლის ტურს ძალიან პრესტიჟული და წონიანი შეჯიბრი - პარიზის გრანდ სლემი გახსნის, რომელიც 7-8 თებერვალს, საფრანგეთის დედაქალაქში ჩატარდება.
პარიზის გრანდ სლემზე 6 კონტინენტისა და 77 ქვეყნის 513 სპორტსმენია რეგისტრირებული - სულ რამდენიმე წუთის წინ კი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაც გახდა ცნობილი.
ქართველები პარიზში 10 სპორტსმენით იასპარეზებენ, საიდანაც ათივე კაცი იქნება. ასევე ცნობილია, რომ 60 კგ-ში წარმომადგენელი არ გვეყოლება და ნაკრების რამდენიმე ლიდერი დაისვენებს.
შემადგენლობა
66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე გიგაური
73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
81 კგ - ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე
90 კგ - ლუკა მაისურაძე
100 კგ - ნიკა ხარაზიშვილი
+100 კგ - საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.
საქართველოს ნაკრებმა 2025 წლის პარიზის გრანდ სლემზე ორი მედალი მოიპოვა - ვერცხლის მედალი მოიგო ლუკა მაისურაძემ, ხოლო ბრინჯაოს მედალის გამარჯვებული - ვაჟა მარგველაშვილი გახდა.