"ჯასტინმა ზღვარს გადააბიჯა" - ილია თოფურია
15 საათის წინ
სხვა
1 წთ
როგორც ჩანს გეიჯი შარში გაეხვა. ამერიკელს ილიასთან ბრძოლა უწევდა და კარგი დღე ისედაც არ ელოდა. ახლა კი თოფურიას ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა და ამ ყველაფერმა "მატადორი" უფრო გააბრაზა.
ჯასტინმა ზღვარს გადააბიჯა.
რაც ჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლეს შორის მოხდა, მხოლოდ ჩვენი საქმეა. შეიძლება ჩვენ აღარ ვართ ერთად, მაგრამ ის ჩემი ქალიშვილის დედაა.
ყველას გასაგონად, ვინც მას შეურაცხყოფას აყენებს ან ისეთ რამეებზე საუბრობს, რის შესახებაც არაფერი იცის: გამოიჩინეთ პატივისცემა.
თქვენ არ ხართ ვალდებულნი პატივი სცეთ ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ სხვისი დედის პატივისცემა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ელემენტარული წესი უნდა იყოს.
გახდით უკეთესები. - წერს ილია სოციალურ ქსელში
Justin crossed a line.
— Ilia Topuria (@Topuriailia) June 8, 2026
What happened between my ex-wife and me is our business. We may no longer be together, but she is the mother of my daughter.
To everyone insulting her or speaking about things they know nothing about: show some respect.
You don’t have to respect our…
გეიჯის და ილიას ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება. თეთრი სახლის ისტორიული ღონისძიება 15 ივნისს გამთენიისას დაიწყება. ილიას და ჯასტინის ბრძოლა საღამო მთავარი ჩხუბი იქნება, რომელიც მსუბუქი წონის ქამარზე შედგება.