Belive

"როგორც არ უნდა განვითარდეს სცენარი, საბოლოო ჯამში ყველა მოვიგებთ" - დანა უაითი

2 საათის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურია დასაბრუნებლად უკვე მზადაა და მისი მოწინააღმდეგის ვინაობა კვლავ ბუნდოვანია. დანა უაითის თქმით, ქართველი ჩემპიონის შემდეგი მეტოქე, დიდი ალბათობით, ჯასტინ გეიჯისა და პადი პიმბლეტს შორის გამოვლინდება, რაც გულშემატკივრებს ნებისმიერ შემთხვევაში გრანდიოზულ სანახაობას ჰპირდება.

ამაზე პასუხი არის კი. ეს ბრძოლა მასიურია. ყველა ამას მეკითხება. თოფურიას დაბრუნება სურს. ეს პრობლემაა, რომელიც ძალიან კარგია რომ გქონდეს. გეიჯი ან პადი პიმბლეტი, საითაც არ უნდა განვითარდეს სცენარი, საბოლოო ჯამში ყველა მოვიგებთ. - ამბობს დანა უაითი

დანა უაითის სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ორგანიზაცია თოფურიას დაბრუნებისთვის მასშტაბურ შოუს ამზადებს. ოქტაგონზე გეიჯი გამოვა თუ პიმბლეტი, ერთი რამ ცხადია: "ელ მატადორის" მორიგი ტიტულის დაცვა წლის ერთ-ერთ ყველაზე ყურებად და ცეცხლოვან მოვლენად გადაიქცევა.

სხვა სტატიები