Belive

ჩიმაევი მარცხს არ აღიარებს და თავს ნამდვილ ჩემპიონად მიიჩნევს

4 საათის წინ სხვა
1 წთ

ხამზატ ჩიმაევმა UFC-ის საშუალო წონის საჩემპიონო ქამარი მაისში, UFC 328-ზე, მოულოდნელად შონ სტრიკლენდთან დათმო. თუმცა, ჩეჩენი მებრძოლი ამ მარცხს არ ეგუება და ტიტულის დაბრუნებას მტკიცედ გეგმავს.

ჩიმაევი სტრიკლენდთან რევანშს აქტიურად ითხოვს, თუმცა, როგორც ჩანს, ამერიკელი ქამრის დაცვას ჯერ ნასურდინ იმავოვის წინააღმდეგ გეგმავს. თავად ხამზატი აცხადებს, რომ სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია და ოქტაგონზე გასასვლელად მხოლოდ UFC-ის ზარს ელოდება.

ცოტა ხნის წინ მებრძოლმა საკუთარ თავს „ნამდვილი ჩემპიონი“ უწოდა და აღნიშნა, რომ სტრიკლენდთან შეხვედრა სინამდვილეში მან მოიგო. ბრძოლის დასრულების შემდეგ ჩიმაევის გუნდმა მიანიშნა, რომ სპორტსმენს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებდა, თუმცა ოქტაგონზე გასვლაზე უარი მაინც არ თქვა.

დანა უაითის განცხადებით, ჩიმაევი ნახევრად მძიმე წონაში გადასვლას აპირებდა, თუმცა თავად მებრძოლი საშუალო დივიზიონში დარჩენას და საჩემპიონო ტიტულის დაბრუნებას გეგმავს.

სხვა სტატიები