Belive

"ამის გამო მერაბს სონგთან უპირატესობა ექნება" - პიოტრ იანი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

პიოტრ იანს სჯერა, რომ მერაბთან ბრძოლის შემთხვევაში, სონგს წონის გამო პრობლემები შეექმნება. იანი ჩინელის 19 კილოგრამიან წონის კლებაზე საუბრობს. მისი აზრით, ასეთი სტრესის შემდეგ სხეულს აღდგენა გაუჭირდება და მერაბის მსგავს მებრძოლთან მალე დაიღლება.

სიმართლე გითხრათ ჩვენი ბრძოლა ასე კარგად არ მახსოვს. არ მგონია, რომ სონგისთვის მარტივი ჩხუბი იქნება. განსაკუთრებით მისი წონის კლების გათვალისწინებით. ბრძოლის ტემპი შენს მეტოქეზეა დამოკიდებული. 19 კილოს დაკლების შემდეგ, თუ მერაბის მსგავს ბიჭს შეხვდები, დიდი პრობლემები გექნება. - ამბობს იანი

იანთან მარცხის შემდეგ, დვალიშვილის მომავალი მეტოქე ოდნავ გაურკვეველია. გარკვეული წყაროები მერაბის მომავალ მოწინააღმდეგედ სწორედ იადონგს განიხილავენ.

სხვა სტატიები