Belive

"რევანშების სეზონი გაიხსნა" - იანს დვალიშვილთან ჩხუბი ისევ სურს?

1 თვის წინ სხვა
1 წთ

მაიამიში გამართულ UFC 299-ზე გულშემატკივარმა საკმაოდ სანახაობრივი ბრძოლები იხილა. მათ შორი იყო სონგ იადონგისა და პიოტრ იანის დაპირისპირებაც. ჩხუბი ჩინელის უპირატესობით დაიწყო, თუმცა, იანმა მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება.

შეგახსენებთ, რომ UFC 267-ზე კორი სანდაგენის წინააღმდეგ დროებითი ქამრის მოგების შემდეგ, სამი მარცხი განიცადა. უკანასკნელი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ წააგო. რუსმა საინტერესო განცხადება გაავრცელა. იანს საკუთარი მარცხებისთვის რევანშის აღება სურს.

რევანშების სეზონი გაიხსნა. ვისაც UFC მომცემს, მინდა დავამარცხო ეს ბიჭები და ამჯერად უფრო პროფესიონალურად მოვემზადო. - განაცხადა პიოტრ იანმა

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მერაბ დვალიშვილს ჩემპიონ ო'მალისთან სურს ჩხუბი. ქართველს ამ ბრძოლის მოთხოვნის საფუძველი 100%-ით აქვს. თუმცა, შონი მერაბს თავს არიდებს და ილიასთან დაპირისპირებას ითხოვს.

სხვა სტატიები