Belive

"მალე გნახავ" - ჰოლოუეი ილია თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

UFC 300-ზე საოცარი სანახაობა ვნახეთ. ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მაქს ჰოლოუეი იყო, რომელმაც ჯასტინ გეიჯი საოცარი ნოკაუტით დაამარცხა. "დალოცვილმა" ოქტაგონიდან ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გამოიწვია. "მატადორმა" ჰოლოუეის გამოწვევას მალევე უპასუხა.

საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით მაქსმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ილიასთან შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა.

მხოლოდ სიყვარული ჩემპიონო. მალე შევხვდებით. - წერს BMF-ის ჩემპიონი საკუთარი X-ის გვერდზე

სხვა სტატიები