Belive

"მე ჩემი ოცნების ერთგული ვარ, ვნახოთ რა მოხდება" - ჭიკაძეს ილიასთან ბრძოლაზე ჰკითხეს

6 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე ბრუნდება. ალექს კასერესის დამარცხების შემდეგ, გიგა მორიგი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. ამჯერად მისი მოწინააღმდეგე არნოლდ ალენი იქნება. მათი შეხვედრა UFC 304-ზე ინგლისში შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ ალენს გულშემატკივრის დიდი მხარდაჭერა ექნება.

რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში გიგამ განაცხადა, რომ ალენთან მოგება საჩემპიონო რბოლაში კვლავ დააბრუნებდა. შეგახსენებთ, რომ ჭიკაძე ქვემსუბუქი წონის დივიზიონში იბრძვის, სადაც ტიტულის მფლობელი ილია თოფურიაა. "ნინძას" ერთ-ერთი ინტერვიუსას ილიასთან პოტენციურ საჩემპიონო ბრძოლაზე ჰკითხეს.

როცა ის ჩემპიონია გახდა ძალიან ბედნიერი ვიყავი. მას და მის ოჯახს ძალიან კარგად ვიცნობ. ილიას საგულშემატკივროდ ძალიან ბევრი ქართველი მოვიდა, რა თქმა უნდა, მეც ჩემს ოჯახთან ერთად იქ ვიყავი. ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა თუ როგორ ხდება მებრძოლი ჩემპიონი, რომელსაც ქართული სისხლი აქვს.

- რას იგრძნობ თუ მასთან საჩემპიონო ბრძოლა ჩაგენიშნება? შეებრძოლები ილიას?

ვნახოთ რა მოხდება. ამ ეტაპზე შემდეგ ბრძოლაზე ვარ კონცენტრირებული. ილიას და მის ოჯახს წარმატებას ვუსურვებ. როგორც ვთქვი, მე ჩემი ოცნების ერთგული ვარ. - განაცხადა გიგა ჭიკაძემ

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა 2023 წლის აგვისტოში გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით ალექს კასერესი დაამარცხა.

რაც შეეხება ალენს, მან ბოლო ჩხუბი მოვსარ ევლოევთან დათმო და ახლა გამარჯვება ჰაერივით სჭირდება.

სხვა სტატიები