Belive

რეი ლონგო: "რაც ვნახე ძალიან ბრუტალური იყო"

2 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობის ნომერ პირველი კანდიდატი გახდა. სამრაუნდიანი დაპირისპირება "მანქანამ" სრული დომინაციით ჩაატარა და მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა კიდეც.

მერაბის მთავარმა მწვრთნელმა რეი ლონგომ ამ ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დვალიშვილმა ჯერ ალჯოსთან, შემდეგ კი სეხუდოსთან იჩხუბა.

10 წლის წინ, როცა მერაბი ჩვენს დარბაზში მოვიდა, ინგლისურად ვერც კი ლაპარაკობდა. ახლა კი ვიდეოებს იღებს, რომელიც უფრო მეტ გულშემატკივარს მატებს. პრესკონფერენციაზე "ვოლკზე" ხმამაღალი აპლოდისმენტები დაიმსახურა. ის ყველას მოსწონს და ვფიქრობ, ერთ დროს დიდი ვარსკვლავი გახდება.

როგორც მწვრთნელი ამაყი ვარ იმ ურთიერთობით, რომელიც მერაბსა და ალჯოს აქვთ. ალჯო წონას იცვლის, რადგან სურს, რომ მერაბმა სატიტულო ბრძოლა მიიღოს. ხალხს ეს არ ესმის. ისინი უბრალოდ ორი ბიჭი ერთი დარბაზიდან არ არიან, ისინი ყოველდღე ერთად არიან.

როცა სეხუდო ხარ უნდა იცოდე, რომ მერაბი შენს წინააღმდეგ საკუთარ კარდიოს გამოიყენებს. შეიძლება გამოცდილი არ გქონდეს მაგრამ, ამის შესახებ გინახავს ან გსმენია მაინც. მერაბმა ოქტაგონზე მშვენიერი დრო გაატარა. არ იბრძოდა, კონცერტი ჰქონდა და სიამოვნებას იღებდა. ის იცინოდა. მოწინააღმდეგე ზურგზე მოიკიდა და ამაზე იცინოდა.

ბრძოლის დაწყებამდე ბიჭები ხურდებიან, მერაბმა კი ალჯოსთან იჩხუბა. ბრუტალური იყო. ხანდახან ალჯო ჩემი კრივის გაკვეთილებზე ამბობს, რომ ზედმეტად ბრუტალურია. რაც ვნახე ბევრად უარესი იყო. სამი 5 წუთიანი რაუნდი გამართა. იმ ღამეს ფაქტობრივად ორჯერ იბრძოლა. ამის გადამოწმებაც შეგიძლიათ - განაცხადა რეი ლონგომ

სეხუდოსთან გამარჯვებით მერაბმა რამდენიმე საინტერესო შედეგი დააფიქსირა: დაამარცხა UFC-ს სამი ყოფილი ჩემპიონი, გაუთანაბრდა ალჯოს ზედიზედ მოგებებით თავის წონაში (9), გადავიდა მესამე ადგილზე ყველა დროის თეიქდაუნების რაოდენობით და მოიპოვა ზედიზედ მე-10 გამარჯვება.

სხვა სტატიები