Belive

"არავის აქვს იმის უნარი, რომ შონი მიწაზე გადაიყვანოს" - ტიმ ველჩი

7 თვის წინ სხვა
1 წთ

სამი ყოფილი ჩემპიონის დამარცხების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა სატიტულო ბრძოლა გაინაღდა. ამის შესახებ დანა უაითმაც ისაუბრა და თქვა, რომ "მანქანა" UFC-ის ქამრისთვის აუცილებლად იჩხუბებს.

სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი შონ ო'მალი დვალიშვილთან ბრძოლას დიდი ხნის განმავლობაში თავს არიდებდა. თუმცა, უკან დასახევი ყველა გზა ჩახერგილია და სულ მალე მათი დაპირისპირებაც ჩაინიშნება. მომავალ მოწინააღმდეგეზე ისაუბრა ტიმ ველჩმა - შონ ო'მალის მთავარმა მწვრთნელმა.

მერაბი 160სმია და გალია ძალიან დიდია. შონი ზუსტად 182 სანტიმეტრია. მერაბს 20 სანტიმეტრიანი ცხვირი აქვს. შონი საკმაოდ ტექნიკურია და ვგეგმავთ ამ ცხვირს 5 რაუნდის განმავლობაში ბევრი ვურტყათ. მერაბის შონის დაჭერა ჯოჯოხეთურად გაუჭირდება. თუ დაგვიჭერს სრულიად განსხვავებულ თამაშს გაჩვენებთ, რომელსაც სწორედ ასეთი მოწინააღმდეგეებისთვის ვინახავთ. შონის მიწაზე მუშაობა - ის ამ ყველაფერს წლების განმავლობაში ამუშავებდა. ბევრმა სცადა მაგრამ, არავის აქვს იმის უნარი, რომ შონი მიწაზე გადაიყვანოს. - განაცხადა ო'მალის მთავარმა მწვრთნელმა

ჯერჯერობით არ ვიცით როდის შედგება მერაბისა და ო'მალის შორის დაპირისპირება. თუმცა, ბუკმეიკერებმა კოეფიციენტები უკვე გამოთვალეს. თუ "მანქანისა" და "შუგას" ბრძოლა ჩაინიშნება, ქართველი ფავორიტი იქნება.

სხვა სტატიები